ბოკერია საკონსტიტუციო კომისიაზე: ქართულ ოცნებას არგუმენტს არ დავუტოვებდით

დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანაა, გამოიყენოს ყველა ლეგიტიმური ინსტრუმენტი, რომ მიაღწიოს იმას, რაც ქვეყნისთვის სწორად მიაჩნია და აღკვეთოს/ზიანი შეამციროს იქ, რაც საზიანოდ მიაჩნია. ჩვენ ვერ და არ დავუტოვებდით ქართულ ოცნებას მოგონილ არგუმენტს, რომ „ჩვენ კომისია შევქმენით და არ გვყავს პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, რომელიც მოვიდოდა და ჩვენთან იმუშავებდა“ - საერთაშორისო ასპარეზზე თუ ჩვენს მოქალაქეებთან. დემოკრატიული ტრადიცია ამისგანაც შედგება, რომ უნდა სცადო ყველაფერი. იქ ყოფნა საჭიროა იმისთვის, რომ შეიძლება რაღაც მავნებლობა ნაკლებად გააკეთებინო.

ჩვენი ამოცანაა, მავნებლობის შესაკავებლად ყველა ინსტიტუტი გამოვიყენოთ. როცა ეს არ გამოდის, უნდა სცადო, მაქსიმალური პოლიტიკური ზიანი მიაყენო და პრობლემები შეუქმნა. ჩვენ ყველა პარტნიორთან გვჭირდებოდა ეს არგუმენტი - ბოლომდე ვცადეთ და ახლა გვაქვს საბოლოო დოკუმენტი, სადაც არ გაითვალისწინეს ჩვენი მოთხოვნები, მხოლოდ ამის შემდეგ დავტოვეთ კომისია. ვერავინ ვერ გამოიშვერს თითს ჩვენკენ, თუნდაც მოგონილი არგუმენტით, რომ თქვენ დემოკრატიული პროცედურა არ გამოიყენეთ.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია გადაცემა აქცენტებში პასუხობს კითხვას, თუ რატომ დარჩა მისი პარტია დღემდე საკონსტიტუციო კომისიაში. ევროპულმა საქართველომ კომისია 20 აპრილს, პროექტის გამოქვეყნების შემდეგ, დატოვა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ემზარ კვიციანმა ბოკერიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საწერი კალამი ესროლა

კომენტარები