საქართველოს კონსტიტუცია

ჯაში: ქორწინებაზე ჩანაწერი ემსახურება იმ სპეკულაციების პრევენციას, რაც კეთდებოდა

სამწუხაროდ, ზაქარიას განცხადება არ მომისმენია, აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ გაგცემთ კონკრეტულ კომენტარს. ჩანაწერი, რომელიც კეთდება კონსტიტუციაში, სადაც ორგანული კანონი და სამოქალაქო კოდექსიდან რეალურად ეს ჩანაწერი ამოდის საკონსტიტუციო დონეზე. ემსახურება სწორედ, ვთქვათ, იმ სპეკულაციების პრევენციას, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდებოდა

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებაზე ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციით განსაზღვრის შესახებ. ქუცნაშვილის თქმით, ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციაში ჩაწერა არის გზავნილი, რომ ქვეყანა არ "გაცისფრდება".

კომენტარები