დანაშაულის სავარაუდო დაფარვა

სესიაშვილი R2-ს: ცდომილება გაქვთ სიმართლეში და ცდომილება გაქვთ ლოგიკაში

საუბრობდით, რომ ეს ახალგაზრდა ბავშვები გამოვიდნენ, რომლებმაც პირველ დღეს თქვეს, რომ დავით სესიაშვილს არ ვიცნობთო და მეორე დღეს თქვეს, რომ ჩვენ დუჩის ვიცნობთო იმიტომ, რომ ყველა ვიცნობთ მისი მეტსახელით და ის თუ დავით სესიაშვილი იყო, ჩვენ არ ვიცითო. ჩემს შვილს მეც დაბადებიდან დუჩის ვეძახი და, მე მგონი, აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგები იყო და თქვენმა ჟურნალისტმა ეს შეაფასა, როგორც ცდომილება და ცდომილება გაქვთ სიმართლეში და ცდომილება გაქვთ ლოგიკაში

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი სესიაშვილი, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" საუბრობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც, მისი შვილი ავტომობილის მოპარვის საქმეში ფიგურირებდა. სესიაშვილი დღეს პროკურატურაში მივიდა და თქვა, რომ მოპარული მანქანა მისი შვილის მეგობრისაა და აქედან აღმოჩნდა თითის ანაბეჭდები იქ

კომენტარები