ახალი კონსტიტუციის პროექტი

კობახიძე: სიმახინჯეა, რომ საქართველოში არსებობს 20 ე.წ. კვალიფიციური პარტია

ეს არის სიმახინჯე, რომ საქართველოში არსებობს 20 ე.წ. კვალიფიციური პარტია და ვიდრე ბლოკები იქნება, ეს სიმახინჯე დარჩება ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. 5%-იანი ბარიერი არის უპირობოდ მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს სტაბილური საპარლამენტო სისტემა. რაც შეეხება ე.წ. ბონუსს, ანუ გაუნაწილებელი მანდატების განაწილებას, ამასაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ საქართველოში გაგრძელდეს სტაბილური განვითარება დემოკრატიული პროცესების. ჩვენ ვცვლით არა ერთ სისტემას უკეთესით, არამედ შემოგვაქვს კარგი ოპტიმალური სისტემა საქართველოსთვის. როცა საქმე ეხება ამას, აქ, ბუნებრივია, კომპრომისზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვერ წავალთ კომპრომისზე ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინაშე.

ინტერპრესნიუსის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის პროექტზე.

კომენტარები