ახალი კონსტიტუციის პროექტი

პრეზიდენტი: ნუ ირჯებიან ტყუილად - არავის შევეკვრები და არ ვივაჭრებ კონსტიტუციით

გაჟღერდა გარკვეული ნოტები, თითქოს რაღაც პოლიტიკური კომპრომისია და 2018 წლიდან იქნება პრეზიდენტი არჩეული არაპირდაპირი გზით და არა 2023 წლიდან. რაღაც პოლიტიკურ კომპრომისებზე საუბრობენ, თითქოს ვინმე რამე დიალოგში შედის საკონსტიტუციო კომისიასთან. არასდროს, კონკრეტულად მე, არც არავის შევეკვრები და არასოდეს ვივაჭრებ კონსტიტუციით. არ ვივაჭრებ იმ ძირითადი დოკუმენტით, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი და არა ცალკეული პოლიტიკოსების, რაღაც ამბიციების შემკრები. არასოდეს მივაჭრია ამ თემით და, არც არასოდეს არავინ იფიქროს, რომ მევაჭროს ამ საკითხზე, რასაც ჰქვია ქვეყნის მთავარი დოკუმენტი... ნუ ირჯებიან ტყუილად - ჩემი ინტერესი არ არის, ხალხის ზურგს უკან ვინმესთან გარიგება კონსტიტუციაზე.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას.

კომენტარები