საკონსტიტუციო ცვლილებები

კაპანაძე: ქართული ოცნება ცდილობს, მისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტები მოახრჩოს

ძალიან მარტივად არის რეალურად საქმე - "ქართული ოცნება" ახლა ცდილობს, მაქსიმალურად მოარგოს კონსტიტუცია ბატონ ივანიშვილს, რომ პრობლემები აღარ ჰქონდეს მომდევნო არჩევნებზე და ნებისმიერი მათგან[ქართული ოცნებისგან] დამოუკიდებელი ინსტიტუტი მოახრჩოს. ესაა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელსაც ვერ აკონტროლებს, ესაა თავისუფალი მედია. სასამართლოში გარკვეულწილად უკვე მიაღწიეს ამ წარმატებას.

ესაა ამოსავალი წერტილი იმ ყველა ცვლილების, რომელიც არის შემოთავაზებული.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები