პლებისციტი

ბოკერია მთავრობას: 1 ნორმალური ნაბიჯი მაინც გადადგან, ან გადაიხადონ პოლიტიკური ფასი

ჩვენს მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობას არ ამოძრავებს ქვეყნის ინტერესები, მათ საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივების ინტერესი ამოძრავებთ. ისინი წინასწარ აცხადებენ, რომ არ ეძიებენ კონსენსუსს და თანხმობას საკუთარი ამომრჩევლის, ჩვენი საზოგადოების წინაშე და ამას დავუჯენთ მათ ძალიან ძვირ ფასად. მათ მოუწევთ ღიად თქმა, რომ ხალხის აზრი საერთოდ არ აინტერესებთ და ძალიან დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით ჩვენს მოქალაქეებთან და ქვეყნის გარეთაც. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ჩვენ ხელმოწერების შეგროვებას, რათა ყველაფერი ვცადოთ. იქნებ ვაიძულოთ ერთი ნორმალური ნაბიჯი მაინც გადადგან, თუ არადა გადაიხადონ ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი გიგა ბოკერია საკონსტიტუციო ცვლილებებზე

კომენტარები