საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: ყველა ერთად გავექანეთ უკეთესი დემოკრატიისკენ

2012 წლის შემდეგ ზუსტად ვიცით, საით მივექანებით. გეტყვით, საით მივექანებით - ეს არის ადამიანის უფლებების უკეთესი დაცვა. გავექანეთ ჩვენ 2012 წელს იქითკენ, რომ 24 500 პატიმრის მაგივრად დღეს გვყავს 9 500 პატიმარი ანუ 2.5-ჯერ ნაკლები პატიმარი. აი, აქეთ გავექანეთ ბატონებო. ციხეებში კვდებოდა 150 კაცი, ახლა 12 კვდება. 12-ჯერ ნაკლები კაცი კვდება ახლა ციხეებში და აქეთ გავექანეთ ჩვენ, ყველა ერთად, მადლობა ღმერთს, 2012 წელს.

ქუჩაში ხალხს აღარ ხოცავენ, მომიტინგეებს აღარ არბევენ სასტიკი ფორმით - აქეთ გავექანეთ ჩვენ 2012 წელს. ეს არის ყველაფერი, საითაც ყველა ერთად მივექანებით, მადლობა ღმერთს - მეტი დემოკრატია. გახსოვთ, ალბათ, პარლამენტარები ნოტარიუსის ფუნქციას რომ ასრულებდნენ და თითის დაჭერის მეტი არაფერი ხდებოდა ამ ორგანოში. ყველა ერთად გავექანეთ უკეთესი დემოკრატიისკენ, ყველამ ერთად გავაკეთეთ. რაც შეეხება ეკონომიკას, საქართველოს, მთელი რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი აქვს ეკონომიკური ზრდის და აქეთ მივექანებით. 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა იანვარ-თებერვალ-მარტის განმავლობაში და ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რა პოლიტიკაც აქვს პარლამენტს და მთავრობას.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვაზე ბათუმში.

კომენტარები