ოკუპირებული ტერიტორიები

ვოლსკი: ლუჟკოვი იქნება თუ სხვა უცხოელი, საქართველომ სტუმარ-მასპინძლობა იცის

ვინც ქვეყანაში მეგობრული გულით შემოვა, ლუჟკოვი იქნება თუ ნებისმიერი სხვა უცხოელი, საქართველომ სტუმარ-მასპინძლობა იცის, მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა დიდი ხანი არ გადაივლის. ამ შემთხვევაში, ლუჟკოვისთვის საქართველოს კარი ღიაა, თუ დარღვევა არ აქვს ჩადენილი. თუ დარღვევა ჩადენილი აქვს, რეაგირება ყველა ადამიანის მიმართ ერთნაირი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი სუვერენიტეტი ყველანაირად დაიცვას, მათ შორის ასეთი კანონდარღვევებისგან. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს კარი ღია იყოს იმ ხალხისთვის, ვინც კეთილგანწყობილია და ქვეყანაში კეთილი სურვილებით მოდის.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში, მოსკოვის ყოფილი მერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ იური ლუჟკოვი რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაშინ, ოფიციალურმა თბილისმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ლუჟკოვი რუსეთის მთავრობას მოუწოდებდა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა ეცნო. ამის გამო, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ნაწილი მის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებას მოითხოვდა.

კომენტარები