აშშ-საქართველოს ურთიერთობები

პრემიერი: ტრამპის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო გზავნილები მივიღეთ

ჩვენ მივიღეთ ძალიან მყარი გარანტიები აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავების. ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა, გვქონდა საუბარი ყველა მიმართულებით ურთიერთობებზე - თავდაცვის და უსაფრთხოება, კულტურული ურთიერთობები, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში მომავალი მხარდაჭერა, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც გაგრძელდა შემდგომ პრეზიდენტთან შეხვედრით, პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები