შრომის ინსპექცია

ზოიძე: მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა, რომ შრომის ინსპექცია პანაცეაა

საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, რომ შრომის ინსპქცია პანაცეაა და ის ყველაფერს მოაგვარებს. ამ თემაზე სპეკულაციის აგება არაკორექტულ და ამორალურ მოქმედებად მიმაჩნია. მხოლოდ ინსპექცია პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუ უსაფრთხოების შესაბამისი მექანიზმები არ არსებობს, თუ სასამართლო პრაქტიკა არ არსებობს, თუ დასაქმებულის დაზღვევა სავალდებულო არ არის, თუ არ ხდება მეწარმეების სტიმულირება, რომ მათ სამუშაო ადგილი შექმნან და უსაფრთხოებაც დაცული ჰქონდეთ.

ქართული ოცნების წევრი საუბრობს იმის შესახებ, საჭიროა თუ არა დამატებითი რეგულაციების შემოღება შრომითი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გუშინ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში, 4 მუშა 400 მ. სიმაღლიდან შახტაში ჩავარდა და დაიღუპა.

კომენტარები