უბედური შემთხვევა

პრემიერი: შრომის ინსპექცია შექმნილია და, შესაძლოა, გასააქტიურებელიც იყოს

მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს. ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა და, ბუნებრივია, ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების საკითხებს, შრომის ინსპექცია შექმნილია და, შესაძლოა, გასააქტიურებელიც იყოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებს და ეს საკითხებიც განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულში დაღუპულ მეშახტეთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

კომენტარები