17 მაისი

ფოფხაძე: 17 მაისი არის ტოლერანტობის დღეც და ოჯახის სიწმიდისაც, ორივე მნიშვნელოვანია

იცით რა, ზოგადად, ოჯახის სიწმიდის დღეს ვაღიარებ, 17 მაისს და ტოლერანტობის დღეც ჩემთვის ღირებულია, ამიტომ თუ მაინცდამაინც ასარჩევად მაქვს, არჩევანს არ გავაკეთებ - 17 მაისი არის ტოლერანტობის დღეც, არის ოჯახური სიწმიდის დღეც და არაფერი კონტრასტული ამაში არ არის. ტოლერანტობა ჩემთვის არის, რომ ყველა განსხვავებულ აზრს და განსხვავებულ ადამიანს პატივი უნდა ვცე და ოჯახი არის სულიერი სამყარო, რომელშიც ადამიანი ყალიბდება როგორც პიროვნება. ამიტომ, ორივე ის დღე, რაც აღინიშნება 17 მაისს, ორივე ფასეულობა ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია.

ქართული ოცნების დეპუტატი გედევან ფოფხაძე ტაბულას კითხვაზე - თქვენ რას აღნიშნავთ 17 მაისს?

კომენტარები