17 მაისი

პატრიარქი მეუღლეებს: ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს

იცოდეთ, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს. ეს უნდა ემჩნეოდეს თქვენს საუბარს, ჩაცმას, გარეგნობას, ქცევას... თქვენში მუდამ უნდა იყოს რაღაც მიუწვდომელი, ამასთან, მეუღლესთან ყოველი შეხვედრა ორივესთვის ზეიმი უნდა იყოს. ერთმანეთის მონატრების გრძნობა არ უნდა დაკარგოთ (ძველ დროს, საერთოდაც ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ და მათი შეხვედრა იყო დიდი სიხარული), თუმცა ხანგრძლივი განშორებაც არ შეიძლება და ყველაფერში ოქროს შუალედი უნდა დაიცვათ

ნათქვამია ილია მეორის მიერ დაწერილ წინასიტყვაობაში, რომელიც ჟურნალში - “ბედნიერი ოჯახი” დაიბეჭდა

კომენტარები