საქართველოს პატრიარქი

ილია II: წესით, ქმარმა უნდა დალოცოს მეუღლე და ორივემ - შვილები

ლოცვა, რა თქმა უნდა, მეუღლეთა საერთო ვალდებულებაა და ხშირად ქალები უფრო გულმხურვალენიც არიან. მაგრამ წესით, ქმარმა უნდა დალოცოს მეუღლე და ორივემ - შვილები. დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურად ოჯახის წევრების ერთად ლოცვას და ეკლესიურ ცხოვრებას. სასურველია, ორივემ ზეპირად იცოდეს დასაწყისი ლოცვები, 50-ე და 90-ე ფსალმუნები, “იესოს ლოცვა”, “მოწყალებისა კარი განგვიღე”, და სხვა”

ნათქვამია პატრიარქ ილია მეორის მიერ დაწერილ წინასიტყვაობაში, რომელიც პერიოდულ ჟურნალში “ბედნიერი ოჯახი” დაიბეჭდა.

კომენტარები