ე.წ ციანიდის საქმე

პროკურორი: შესაძლოა, დეკანოზის ადვოკატებს აღარ მიეცეთ პროცესში მონაწილეობის უფლება

ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული ადვოკატებმა დატოვეს დაცვის გარეშე და მათ უსაფუძვლოდ დატოვეს სხდომა, ეს კანონის დარღვევაა და მოსამართლემ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება... ისინი ვერც პროცესს გააჭიანურებენ და ვერც თავს აარიდებენ მართლმსაჯულებას, ბრალდებულს მოუწევს, პასუხი აგოს სასამართლოს წინაშე. კანონი ითვალისწინებს სახაზინო ადვოკატის დანიშვნას. სახაზინო ადვოკატი ვალდებული იქნება, დაიცვას ბრალდებულის ინტერესები და სასამართლო სხდომები გაგრძელდება. შესაძლებელია, მათ [გიორგი ფანცულაიას და მიხეილ რამიშვილს] საერთოდ აღარ მიეცეთ სხდომებში მონაწილეობის უფლება, ამას გადაწყვეტს სასამართლო.

ე.წ ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების მიერ სასამართლო სხდომის დატოვებაზე.

კომენტარები