სასულიერო პირები

მღვდელი ანთიმოზ ბიჩინაშვილი: ფოკუსი გავაკეთე, დანა ამოვიღე და გამივარდა ხელიდან

არაფერი არ მომხდარა. საპატრიარქოს წინ არ შეიძლება აქციების კეთება, სხვა დაწესებულებაა - გამოვიდა ბერი ნიკოლოზი და რაღაც აქციებს ატარებს თავისი სექტით, ქალებით, არღვევს წესრიგს, პატრიარქს არ ემორჩილება.ილია მეორე არის ჩვენი პატრიარქი, მამა. მაგას რომ არ ემორჩილები, ე.ი. ვერ ხარ მატორზე.

ბერი ნიკოლოზი თავის სექტას ფოკუსებს უკეთებს, რაღაც სისულელეებს აჯერებს. ჯერათ, რომ სახლს გადადგამს, გადმოდგამს... მეთქი, ფოკუსები მეც შემიძლია. ფოკუსი გავუკეთე და უცებ რა მოხდა, იცი? ეს დანა ხომ ამოვიღე, ასე გავშალე და გამივარდა ხელიდან. ასე დატრიალდა, დავარდა, მერე დაბლა იტრიალა და გაჩერდა. ეს დანა ჩემი თავდაცვის იარაღია, სულ ველოდები, საიდან დამარტყამენ. ამის კი არა, იარაღის ტარების უფლებაც მაქვს, მაგრამ იარაღს არ ვატარებ.

მღვდელმა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა 18 მაისს საპატრიარქოსთან გამართული აქციის შესახებ ტელეკომპანია იბერიის ეთერში ისაუბრა. საპატრიარქოსთან ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მხარდასაჭერად შეკრებილი ადამიანები ანთიმოზ ბიჩინაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მათი მიმართულებით დანის სროლაში ადანაშაულებენ.

კომენტარები