საქართველო-საფრანგეთი

ზურაბიშვილი: მცხეთა ლევილთან არ უნდა დაძმობილდეს - მიყრუებული სოფელია პარიზთან

არ შეიძლება, მცხეთასა და ლევილს შორის იყოს დაძმობილების პროექტი გაფორმდეს. არ ვიცი, იყავით თუ არა ლევილში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს სრულიად წარმოუდგენელია, რადგან ეს არის ერთ-ერთი მიყრუებული სოფელი პარიზის გარშემო. არ შეიძლება, ჩვენ წარმოვიდგინოთ, რომ ლევილი დაძმობილებული იყოს მცხეთასთან, რომელსაც სულ სხვა დატვირთვა აქვს? ლევილი ის ადგილია, სადაც შემთხვევით საქართველოს ემიგრაციის იმდროინდელი ადგილსამყოფელი დაარსდა, სადაც მათი ისტორიის ნაწილი დამკვიდრდა. იქ არც ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა არ მომხდარა, რომელიც საქართველოს ისტორიაში უნდა დარჩეს და ეს მხოლოდ და მხოლოდ მცხეთის მნიშვნელობის დაქვეითებაა. ამიტომ, კატეგორიულ წინააღმდეგობას გამოვთქვამ.

სალომე ზურაბიშვილი მცხეთასა და ლევილს შორის დაძმობილების მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით.

კომენტარები