ე.წ. ციანიდის საქმე

მამალაძე: მამაო ერთი ცნობილი დედაოსა და მეუფის პირად ცხოვრებაზე საუბრობს

ფარული ჩანაწერი, რომელზეც პროკურატურა მიუთითებს, ჩემსა და მამა გიორგის შორის გამართულ ერთ-ერთ საუბარს ეხება, რომელიც თავისი ფორმითა და შინაარსით ნამდვილად მძიმეა და მისი გასაჯაროება არა მარტო მორალურად, არამედ სამართლებრივი კუთხითაც დაუშვებელია, რადგან საქმე ადამიანის, მითუმეტეს სასულიერო პირების პირადი ცხოვრების დეტალებს ეხება

მამა გიორგი ერთერთი ცნობილი დედაოსა და ერთერთი მეუფის პირად ცხოვრებაზე საუბრობს. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის ძალიან მძიმე და სკანდალური საუბარი, რომლის გასაჯაროებაც საზოგადოებას შოკში ჩააგდებს, ეკლესიის ავტორიტეტს კი, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. დიახ, მამა გიორგი სექსუალური ხასიათის პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბრობს, რომელიც არა მარტო ერთერთ მეუფეს, არამედ მის მრევლსაც ეხება. ეს ჩანაწერი რომ გასაჯაროვდეს, მრევლი აჯანყდება და იმ კონკრეტულ ეპარქიაში ისეთი უბედურება დატრიალდება, ცოტა ხნის წინათ ბათუმში განვითარებული მოვლენებიც კი მონაგონი იქნება

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" საუბრობს იმ ფარულ ჩანაწერზე, რომლის გამოც სასამართლო სხდომა დაიხურა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

კომენტარები