სტრასბურგის სასამართლო

სოფიო ჯაფარიძე: კონკურსის შედეგად, ნამდვილად სამართლიანობის განცდა დამრჩა

მე ვერ ვიტყოდი, რომ პერსონალურად დამრჩა განცდა, რომ [სპეციალური სამთავრობო] კომისიის რომელიმე წევრი მომართული იყო უარყოფითად ან მომართული იყო იმისკენ, რომ ჩაეჭრა კონკრეტული კანდიდატი. პირიქით, საკმაოდ შეჯიბრებითი, პროფესიული და ნამდვილად სამართლიანობის განცდა დამრჩა. ვემზადებოდი ამ გასაუბრებისთვის ისევე, როგორც სხვა პრეტენდენტი და არც გასაუბრებაზე არ დამრჩენია იმის განცდა, რომ კომისიის წევრი ან მინდობდა კითხვების თვალსაზრისით ან ზედმეტად კეთილგანწყობილი იყო ჩემს მიმართ.

პრემიერმინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე, რომელიც სპეციალური სამთავრობო კომისიის მიერ შერჩეულ, ევრომოსამართლეობის მსურველ ხუთ კანდიდატს შორის მოხვდა.

კომენტარები