ე.წ ციანიდის საქმე

ქარჩავა: ერთმა დიდმა იერარქმა ითხოვა, ოხანაშვილის წინააღმდეგ გამოძიება არ წავიდესო

ამ ჯგუფში [პატრიარქის მოკვლის მსურველებში] ერთერთი აქტიური მხარდამჭერი არის სოსო ოხანაშვილიც [პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი; მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილის სიძე]. ის დღეს გერმანიიდან მითვლის, რომ დედაოების პირით, რომ გაჩუმდესო. რატომ უნდა გავჩუმდე? სიმართლეს ვამბობ. 

ერთერთი დიდი, მაღალი იერარქი გამოვიდა და გამოძიებას სთხოვა, რომ სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგ გამოძიება არ წასულიყო და ის არ დაეჭირათ. არის თუ არა ეს გამოძიებაში უხეში ჩარევა?

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ტვ პირველის ეთერში დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში". ამ განცხადებამდე, ცოტა ხნით ადრე, ქარჩავამ განცხადება გააკეთა, რომ მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, დაკავებულ დეკანოზ მამალაძესთან ერთად, გეგმავდა პატრიარქის მოკვლას

კომენტარები