ე.წ ციანიდის საქმე

მეუფე პეტრე: პატრიარქი უნდა გათავისუფლდეს ამ ბოროტი ძალების ტყვეობისაგან

ეს ცილისწამებაც არის ერთ-ერთი მორიგი გვირგვინი და ნეტარ არიან მართლაც სიმართლისათვის დევნილნი, მაგრამ ის, რომ არათუ პატრიარქისაგან ეკლესიის, არამედ პატრიარქის გათავისუფლება, არის ჩვენი მიზანი ამ მტრული ძალებისაგან და ეთერშიც არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს ეკლესია, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მისი მოღვაწეობის თუნდაც მეორმოცე წელს, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ამ ბოროტი ძალების ტყვეობისაგან, ამას მთელი პასუხიმგებლობით ვაცხადებ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არის საქართველოს ეკლესიის განწმენდა,  გათავისუფლება არაჯანსაღი და ანტისახემლწიფოებრივი ძალებისაგან და რა თქმა უნდ,ა ჩვენი მიზანი არის დიდი საეკლესიო კრების მოწვევა და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არის საეკლესიო სამართლის და საეკლესიო სასამართლოს აღდგენა და მისი ღირსეული ფუნქციონირება, რომელსაც უფალი შეგვაძლებინებს ქართველი ხალხის ერთულოვნებით.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ე.წ ციანიდის საქმის შესახებ, ტელეკომპანია პირველის ეთერში, გადაცემაში "დღის ამბები".

კომენტარები