სასამართლო სისტემა

გიგაური: ჩვენ სასამართლო სისტემაში გვყავს კლანები, გვაქვს კლანური მმართველობა

ვხედავთ, რომ ამ რეფორმას შედეგი არ აქვს, დღეს სასამართლო სისტემაში გვყავს კლანები, ჩვენ გვაქვს კლანური მმართველობა, ეს არის ფაქტი. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კლანის გამო ვერ ინიშნებიან სასამართლოში ღირსეული ადამიანები, ზუსტად ამ კლანების გამო, ვერ ხერხდება, სასამართლომ შეასრულოს საზოგადოების შეკვეთა და ამ კლანების გაძლიერება ხდება, რომლებიც ზუსტად კონკრეტული პირების და ჯგუფების ხელშეწყობით, რომლებიც არიან ასევე მთავრობასა და მმართველ გუნდში. ეს არის დიდი პრობლემა, უნდა შეიცვალოს, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზიდენტაციაზე, რომელიც არასამთავრობოებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს.

კომენტარები