აფგან მუხთარლი

გიგაური: ნორმალურ სიტუაციაში მწვანე საზღვრის გადაკვეთა უნდა იყოს პრობლემატური

ზოგადად, როდესაც ამას ამბობს სუს-ის უფროსი და თუკი უშვებს, რომ ასეთი რაღაც მოხდა ასევე უშვებს იმას, რომ ჩვენი საზღვრები არ არის შესაბამისად დაცული. მე ვიტყოდი, რომ ეს არის უფრო ცუდი აღიარება და უფრო დიდი პრობლემა იმიტომ, რომ ნორმალურ სიტუაციაში მწვანე საზღვრით საზღვრის გადაკვეთა უნდა იყოს პრობლემატური.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის განცხადებაზე. ვახტანგ გომელაურის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ე.წ. მწვანე სასაზღვრო ზოლზე დააკავეს, სადაც მას პასპორტი არ სჭირდებოდა.

კომენტარები