წულუკიანი მუხთარლიზე: კარგი იქნება, თუ ლეგენდების რეკლამირებისგან თავს შევიკავებთ

დაველოდოთ გამოძიებას, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვებს - ვინ უბიძგა მოცემულ პირს [აფგან მუხთარლის] წასულიყო საზღვრისკენ? იყო თუ არა ეს ბიძგი მოტაცების ფორმით? ხომ არ ჰქონდა ადგილი გატყუებას? თუ იყო მოტაცება, ვინ ჩაიდინა? რა ენაზე საუბრობდნენ ეს ადამიანები და ვინ იყვნენ? იცნობდა თუ არა თავად მსხვერპლი მათ და ა.შ. გამოძიების ფარგლებში კითხვები შეიძლება იყოს არამხოლოდ ის, რომელიც დასვით, არამედ, ათჯერ და ასჯერ უფრო მეტი. ეს პროცესი არის ჩართული და მანამდე, კარგი იქნება თუ ლეგენდების რეკლამირებისგან ყველანი თავს შევიკავებთ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებასა და ბაქოში დაკავებაზე.

კომენტარები