თალაკვაძე მუხთარლიზე: მჯერა, საქართველო არანაირად არ არის ჩართული ამ ინციდენტში

მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება და საქართველო, არანაირი სახით არ არის ჩართული, არ იყო ჩართული ამ ინციდენტში, ამ შეთხვევაში და ამის მჯერა, იმიტომ რომ საქართველოში აზერბაიჯანის ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი უკვე რამდენიმე წელია, ცხოვრობს. ისინი გადაადგილდებიან, გადიან ქვეყნიდან, შემოდიან და მათ არასოდეს არანაირი პრობლემები საქართველოში არ შექმნიათ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებასა და ბაქოში დაკავებაზე.

კომენტარები