განათლების სისტემა

მიმინოშვილი: რატომ გვიკვირს, რომ მე-12 კლასელები ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებენ?

კვლევები აჩვენებს, რომ მეოთხეკლასელებს, მერვეკლასელებს და კიდევ უფრო მეტად მეცხრეკლასელებს პრობლემები აქვთ და რატომ გვიკვირს, რომ მეთორმეტეკლასელები ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებენ? რატომ ვტეხთ აჟიოტაჟს? განმეორებით გამოცდას რაც შეეხება, პირდაპირ გეტყვით - მაისის ბოლოს თუ არ იცის მოსწავლემ მათემატიკა, ივნისის შუა რიცხვებში ეცოდინება? მითუმეტეს, რომ მართლაც ელემენტარული, გამრავლების ტაბულისა და მიმატება-გამოკლების ცოდნაა საჭირო. ამ დონეზეც თუ არ იცის, ერთ კვირაში ეცოდინება?

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი edu.aris.ge-სთან ინტერვიუში, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარის მარიამ ჯაშის ინიციატივაზე, რომ საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილ მოსწავლეებს ხელახლა გადაბარების შანსი მიეცეთ.

კომენტარები