თალაკვაძე მუხთარლიზე: მტკიცედ მჯერა, რომ ხელისუფლება არანაირი სახით არ იყო ჩართული

მე პირადად მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი სახით არ იყო ჩართული ამ შემთხვევაში და ისევე, რა თქმა უნდა, როგორც თქვენს ინტერესებში, მთელი საზოგადოების ინტერესებში, ასევე სახელმწიფოს ინტერესებში და სახელმწიფოს წარმომადგენლების ინტერესებშიც შედის, რომ ამ შეკითხვებს გაეცეს პასუხი და საქართველომ ამ რთულ საქმესთან დაკავშირებით ღირსეულად უპასუხოს გამოწვევას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებასა და ბაქოში დაკავებაზე, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები