თვითმმართველობის არჩევნები 2017

კობახიძე: არა მხოლოდ უდუმაშვილს, ოპოზიციის არცერთ კანდიდატს არ აქვს შანსი

არა მარტო უდუმაშვილს, ოპოზიციის არცერთ კანდიდატს არ აქვს შანსები იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. ქართული ოცნების კანდიდატს ვერ ეყოლება კონკურენტი. პროგრამა მინიმუმი ჩვენთვის არის პირველ ტურში გამარჯვება და ეს ამოცანა აუცილებლად შესრულდება, მით უმეტეს, ისეთი კანდიდატის პირობებში, როგორიც არის, მაგალითად, კახი კალაძე.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზაალ უდუმაშვილის თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატობაზე ენმ-დან.

კომენტარები