რეპერების საქმე

Kay G: აღიარებითი ჩვენება ფსიქოლოგიური ზეწოლითა და დაშინებით მიიღეს

აღიარებითი ჩვენება როგორ მიიღეს და, როდესაც უკვე გადამიყვანეს სამმართველოში, მიდიოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაშინება. ასეთი ფრაზები გაჟღერდა, რომ "ყველაფერი უკვე არის გადაწყვეტილი, თქვენ ისე სუფთები ვერ გახვალთ, ნასამართლეობა ყველა ვარიანტში გექნებათ და თქვენთვისვე სჯობს, თუ აღიარებთ ბრალს" ანუ დავიბრალებდით, რომ ჩვენ გვქონდა ნარკოტიკი და აღიარების შემთხვევაში საქმე არ გართულდებოდა. მშობელი გადაიხდიდა ჯარიმას, ხოლო თუ არ ვითანამშრომლებდით გვემუქრებოდა 8-დან 20-მდე ან სამუდამო პატიმრობა. საპატიმროში გადაყვანის შემდეგ ზეწოლა არ გაგრძელებულა, რადგან მათ უკვე მიიღეს ის, რაც უნდოდათ - აღიარებითი ჩვენება

"ბირჟა მაფიას" რეპერი გიორგი ქებურია იგივე Kay G საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც მან აღიარებითი ჩვენება მისცა პროკურატურას. რუსთავი 2-ის ეთერი, გადაცემა არჩევანი

კომენტარები