საზოგადოებრივი მაუწყებელი

ანთაძე: საზმაუზე გადაცემების დახურვის გადაწყვეტილება ჩვენამდე მიიღეს

სანამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი მენეჯმენტი და ახალი დირექტორი მოვიდოდა, იქამდე, ძველ მენეჯმენტს სამეურვეო საბჭოსთან ერთად ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მოამბის გარდა, აბსოლუტურად ყველა გადაცემა იხურებოდა 17 ივლისს, ეს იყო გადაწყვეტილება, რომლის შეცვლაც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ არ მოგვეცა ამის საშუალება. ამიტომ, ძალაში დარჩა ის გადაწყვეტილება, რომ 17 ივლისს ყველა გადაცემა იხურება, მათ შორის, წითელი ზონა და ინტერვიუ, უბრალოდ, ერთი თვით ადრე, როგორც ითხოვს კანონმდებლობა, რადიო თავისუფლებას ეს გადაწყვეტილება გაეგზავნა და და ამას მოჰყვა ეს ხმაური. თორემ გადაცემების დახურვის გადაწყვეტილება ჩვენამდე იყო მიღებული.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი ია ანთაძე გადაცემა რეალურ სივრცეში.

კომენტარები