აფგან მუხთარლის საქმე

ინაშვილი მუხთარლიზე: დიდი დარტყმა მიიღო საქართველოს იმიჯმა, კიდევ იქნება დარტყმები

მოსალოდნელი იყო, რომ ძალიან მკაცრი იქნებოდა ევროპარლამენტის რეზოლუცია, ამიტომ, მსგავსი ფაქტები საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ უნდა ხდებოდეს. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სათანადო ორგანოებს, რომ სასწრაფოდ დასრულდეს გამოძიება და გაირკვეს, რა ვითარებაში მოხდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარება. ეს საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა თუ არა, ვინ განახორციელა, რა მიზნით – ამ კითხვებს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. დიდი დარტყმა მიიღო საქართველოს სახელმწიფოს იმიჯმა და კიდევ იქნება დარტყმები, მე არ ვარ ის პოლიტიკოსი, როემლსაც უხარია ასეთი ტიპის დარტყმები მისი სახელმწიფოსთვის.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ.

კომენტარები