წითელი ზონა

ენძელა მაჭავარიანი: გოგი გვახარიას ადგილი ყოველთვის არის ნებისმიერ ტელესივრცეში

ბატონი გიორგი გვახარიას გადაცემა ნამდვილად დააკლდება საქართველოს ტელევიზიას, ჩვენს საზოგადოებრივ მაუწყებელს. თუკი არხს აქვს თავისი მიდგომა რადიო თავისუფლებასთან ურთიერთობაში, იმედი მაქვს, რომ ამას გაარკვევს. ბატონი გოგი გვახარიას ადგილი ყოველთვის არის ნებისმიერ ტელესივრცეში.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, იხურება რადიო თავისუფლების პროექტები - სალომე ასათიანის "ინტერვიუ", გოგი გვახარიას "წითელი ზონა" და ამერიკის ხმის გადაცემა "ვაშინგტონი დღეს". ასევე, ირაკლი ტაბლიაშვილის "ვექტორი" და კახა თოლორდავას გადაცემა "უცნობი მუსიკა".

კომენტარები