საზოგადოებრივი მაუწყებელი

ანთაძე: "წითელი ზონის" დახურვას კომიტეტის სტუმრები ითხოვდნენ

დღეს გიგი გოგელიამ პარლამენტში თქვა, რომ მაისში ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე ითხოვდნენ "წითელი ზონის" დახურვას. მინდა განვმარტო, რომ გადაცემის დახურვას ითხოვდნენ კომიტეტის სტუმრები, რომლებიც, როგორც წესი, ხმაურიანი ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევიან ყველგან და ყოველთვის.

ეს განმარტება აუცილებლად მიმაჩნია, რადგან ბევრმა ისე გაიგო, თითქოს, პარლამენტარები ითხოვდნენ "წითელი ზონის" დახურვას. არ ყოფილა ასე, რაგინდ სასიხარულო ყოფილიყო ადრესატისთვის და სხვებისთვის გიგი გოგელიას ეს განცხადება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე გრიგოლ გოგელიას განცხადებას საკუთარ Fb გვერდზე ეხმაურება.

კომენტარები