საქართველოს მთავრობა

პრემიერი: თუ ადამიანების გულები არ გავაერთიანეთ, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ

რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ პროექტებზე სხვადასხვა მიმართულებით, ყველაზე მთავარი მაინც ერთი რამ არის - ადამიანების განწყობა და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ამას ვხედავ დღეს მე ზედა სიმონეთში და ეს არის ყველაზე მთავარი, ჩვენმა ერმა, ქართველმა ხალხმა შეძლოს კონსოლიდაცია, ერთად დგომა, ერთმანეთის მეტი სიყვარული და ჩვენი ქვეყნის წინ წაწევა. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი დღე ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია დახარჯული თანხები და ინფრასტრუქტურის განვითარება, მაგრამ ჩვენ ადამიანების გულები თუ არ გავაერთიანეთ, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თერჯოლის მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა.

კომენტარები