საქართველოს პატრიარქი

ილია II: ხშირად აკრიტიკებენ ეკლესიას, არ უნდა შეგვეშინდეს ამის

დღეს ხშირი შემთხვევაა, როცა აკრიტიკებენ ეკლესიას. არ უნდა შეგვეშინდეს ამის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია არის ნავსაყუდელი. ეკლესია არის ის ძალა, რომელიც ბოროტებას სიკეთედ აქცევს... მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უფრო რთული და მძიმე წლები გამოუვლია ეკლესიას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: კლდესა ამას ზედა შევქმნა, დავაარსო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ღმერთმა დაგლოცოთ, ყველაფერი კარგად იქნება და მომავლის იმედით უნდა ვიყოთ.

პატრიარქი ილია მეორე დღევანდელი ქადაგებისას.

კომენტარები