ზურაბიშვილი: მონარქია ევროპაში შესვლის, ტერიტორიათა შემოკრების ერთადერთი გზაა

როგორც მუდამ ყველაფერზე facebook-ის კომენტატორებს დაცინვის მეტი არაფრის თქმა შეუძლიათ, თუნდაც პატრიარქის ქადაგებაზე მონარქიის თემაზე. პატრიარქს რომ არაფერი ეთქვა, ნუთუ იმას მაინც არ უნდა დავუკვირდეთ, როცა კონსტიტუციაზე ვმჯელობთ და რატომღაც მივიჩნევთ რომ ის თუ ეს რეჟიმი საქართველოს გააბრწყინებს, ვივიწყებთ რომ ერთადერთმა რეჟიმმა მოუტანა საქართველოს საუკუნოვანი სახელმწიფოებრივ მგრადობა, გაბრწყინება და გაერთიანება ... საპარლამენტოს გამოცდილება პრაკტიკულად არ გაგვაჩნია და პარლამენტს მართავს პარტიები, რომლის ნდობა ნულზეა, პრეზიდენტებმაც ვერ გაამართლეს იმედები და დაგვიტოვეს დაკარგული ტერიტორიები, ავტორატიზმის გამოკვეთილი ტენდენციები ცარიელ ამბიციებთან ერთად .... ამ დროს გაგვაჩნია უძველესი სამეფო ოჯახი .... ევროპულ ოჯახში პირდაპირი შესვლის, ტერიტორიების საერთო გვირგვინის ქვეშ შემოკრების ერთერთი გზა ! 

ეს გზაც მარტივი არაა და როგროც ყველაფრს მზადება და გათვითცნობიერება სჭირდება მაგრამ სხვათუ არაფერი ცარიელი სადღეგრძელოების მაგივრად კი გვმართებს ჩვენი ისტორიის ეს ელემენტარული გაგება და წარსული გამოცდილების პატივისცემა, რამეთუ წარსულიდან ზოგჯერ მომავალი უფრო კარგად იჭვრიტება.

საკუთარ facebook-ში წერს მთაწმინდის მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვასილ სოფრომაძე

კომენტარები