საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: ოქტომბერში მესამე მოსმენით მივიღებთ კონსტიტუციას

ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა ქვეყნდება ახლა, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ბოლო დღეების განმავლობაში შევიდა ცვლილებები, საბოლოო დასკვნაში ვერ ესწრება ამ ცვლილებების ასახვა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთხოვეთ ვენეციის კომისიას, რომ ორი მოსმენით მიღების შემდეგ, როდესაც გამოიკვეთება მთლიანად ტექსტი, კიდევ ერთი საბოლოო დასკვნა გადმოუგზავნოს საქართველოს პარლამენტს. საპარლამენტო განხილვები დაიწყება და ორი მოსმენა დასრულდება ამ თვის ბოლომდე, ოქტომბერში მესამე მოსმენით მივიღებთ კონსტიტუციას.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

კომენტარები