მიწების გაყიდვა

ჭყონია: შეურაცხყოფას არ ვაყენებ ქართველ გლეხს, მაგრამ მან მოსავლის მოყვანა არ იცის

მიდგომა, რომელიც გულისხმობს, რომ მიწები უცხოელებზე არ უნდა გავასხვისოთ პოპულისტურია და მას ეკონომიკური გათვლები არ სდევს. ადამიანი ჩამოდის და გეუბნება, რომ შენს მიწაზე, მას შეუძლია რამდენიმე ტონა მოსავლის მოყვანა და შენ მას უარს ეუბნები? მეორე მხარეს რა გაქვს? ქართველი უცოდინარი ფერმერი. შეურაცხყოფას არ ვაყენებ ქართველ გლეხს, მაგრამ მან მოსავლის მოყვანა არ იცის. გადავყევით ამ ჭოპორტის პომიდორს და ორ ცალს ისხამს. შევედით ევროკავშირში, უვიზო რეჟიმში და გვინდა, რომ მე-17 საუკუნის ტრადიციებზე დავრჩეთ? ტრადიციები ცუდი არაა, მაგრამ ის კულტურაში უნდა იყოს გადაზრდილი და არა ეკონომიკაში. დავიცვათ ჩვენი ტრადიციები და მეობა ამას არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ხალხს სხვა რამე სჭირდება. თურქეთიდან შემოდის სოფლის მეურნეობის 70% საქართველოში - რატომ? არ შეუძლია ამ ხალხს. ახალგაზრდებს თბილისში უნდათ ცხოვრება. ჩვენ გვინდა რომ ეს მიწა შევუნახოთ მომავალ თაობას და ეს მომავალი თაობა არ გვყავს მთელი უბედურება ამაშია. არ გვაყავს ის თაობა, რომელიც იტყვის რომ მომეცით 50 ჰექტარი და ამაზე მოვიყვან მოსავალს, მაშინ კი ბატონო არ მისცე სხვას და აჩუქე შენსას

ბიზნესმენი თემურ ჭყონია Business Media Georgia-სთან საუბრისას, უცხოელებისთვის მიწების მიყიდვის აკრძალვის საკითხის შესახებ.

კომენტარები