ბიძინა ივანიშვილი

კობახიძე ივანიშვილის ჯანმრთელობაზე: ეს არის სიცრუე, ძალიან ბინძური კამპანია

მე არ მგონია, ეს ე.წ ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, იმსახურებდეს რაიმე ტიპის სერიოზულ ყურადღებას. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აჩვენებს ჩვენი ოპონენტების ერთი ნაწილის ძალიან მძიმე სახეს, ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. ვენ გვაქვს ინფორმაცია ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად არასერიოზულია რაიმე მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რაც გაავრცელეს ჩვენმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ საკმაოდ მძიმე სურათს, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში. მე გთხოვთ ამას განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქციოთ, რადგან არის უმარტივესი, ძალიან ბინძური კამპანია. [ეს არის სიცრუე], შემიძლია, ყველა დავარწმუნო ამაში.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემა არჩევანში, ნიკა გვარამიას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს ინსულტი დაემართა და მძიმე მდგომარეობაშია.

კომენტარები