საკონსტიტუციო ცვლილებები

პრეზიდენტი "ოცნების" დეპუტატებს: ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით

ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც აქვს ნულოვანი კონსენსუსი. ამ დოკუმენტს ხელს აწერს მხოლოდ ერთი პარტია, რაც აპრიორი ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტი არ არის თანხმობის, ერთიანი სულისკვეთების გამომხატველი დოკუმენტი. 95 წლის მერე, ყველა ცვლილება, რომელიც შედიოდა კონსტიტუციაში, იყო ასე - ერთი პარტიის მიერ დაწერილი. სამწუხაროდ, იგივე გრძელდება ახლაც.

მინდა, მოვუწოდო პატივცემულ დეპუტატებს, იმ ხალხს, ვინც უნდა გადაწყვიტოს კონსტიტუციის მიღება-არმიღების ბედი. თქვენ დღეს ხელში გაქვთ პულტები. ისინი, რა თქმა უნდა, ქართულმა საზოგადოებამ მოგცათ თქვენ ხელში, მაგრამ შეეცადეთ, ეს პულტები არ გამოიყენოთ. იმიტომ, რომ ძალადობით, თანხმობის გარეშე კონსტიტუციის მიღება არ არის სწორი ნაბიჯი, რომელიც თქვენ უნდა გადადგათ. ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას აფასებს. მას მხარი 115-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა. მათ შორის 114 მმართველი გუნდის დეპუტატია, ერთი კი პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები