ციანიდის საქმე

პატრიარქი: მამა გიორგი ღამე არ რჩებოდა ჩემთან, გეშინოდეს ღმერთისა

ორშაბათის გაზეთში ვისი ინტერვიუა? იქ ითქვა, პატრიარქთან რჩებოდა ღამე მამა გიორგიო. ასეთი შემთხვევა არ ყოფილა და უნდა გეშინოდეს ღმერთისა, როცა ამას ლაპარაკობ. ჩემთან რჩება სამი ადამიანი. დაცვის წარმომადგენელი, ერთი მონაზონი და ერთი მღვდელი. ყოველ დღე და ღამე, თქვენ იმას ამბობთ, რომ ღამე რჩებოდაო. კიდეც რომ დარჩენილიყო, რა მოხდებოდა? ხოდა, ძალიან ფრთხილად უნდა ილაპარაკო, რაც თავში მოგადგება, უნდა განსაჯო, გაანაალიზო, პატრიარქს ეჭვის თვალით არ უნდა შეხედო.

მიმართა პატრიარქმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმას საპატრიარქოში სეხვედრისას

კომენტარები