საარჩევნო სისტემა

ბუკიკიო საარჩევნო სისტემის შეცვლის გადადებაზე: ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა

დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ, რადგან ეს პროცესი იყო ძალიან პროგრესული. ქართველები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, შეთანხმებული იყვნენ, რომ წინ წასულიყვნენ და ჩვენი მოკრძალებული რჩევითა და დახმარებით კარგი საქმე გავაკეთეთ. ახლა ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ იმედს ვიტოვებ და ვიწვევ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ გამოვნახოთ კარგი კომპრომისი

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის კომენტარი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, 2024 წლამდე გადადოს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. ჯანი ბუკიკიო ბათუმში იმყოფება. *თარგმანი ეკუთვნის საზოგადოებრივ მაუწყებელს

კომენტარები