ციანიდის საქმე

მეუფე ანდრია: მამა გიორგი ეკლესიის მოწინააღმდეგე ძალებმა შეცდომაში შეიყვანეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით კი მიმაჩნია, რომ წერილი - საპატრიარქოში არსებული დარღვევების შესახებ, რომლიც მასმედიაში მისი სახელით გავრცელდა და ის წერილი, ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც, როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, მ. გიორგი წმ. სინოდისათვის წარსადგენად ამზადებდა, ერთმანეთისაგან განსხვავდებიან (ან შესაძლოა არსებობდა წერილის რამდენიმე ვარიანტი). ამ ვარაუდის გამოთქმის უფლებას მაძლევს ის, რომ სიტყვიერად მას ჩემთან ეს კონკრეტული საკითხი სხვაგვარად ქონდა განხილული. დეკანოზი გიორგი იყო მონდომებული და საქმის კეთების უნარით დაჯილდოებული ადამიანი, მაგრამ ვთვლი, რომ ეკლესიის მოწინააღმდეგე ძალებმა შეცდომაში შეიყვანეს იგი (და ასევე სხვებიც), სათავისოთ გამოიყენეს მისი აქტიურობა და დღეს საქართველოს ეკლესიასთან და იერარქიასთან დაპირისპირებულად წარმოაჩენენ მას. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო პროცესი წარიმართება სამართლიანად. აუცილებელია, ყოველი მხრიდან შეწყდეს ამ მტკივნეული თემის მიმართებაში პიარკომპანიებისა და მიკერძოებული ინსინუაციების კორიანტელი და საზოგადოებას სიმართლე ეუწყოს. ყველას გვეხება ბიბლიის სიტყვები: "წყეულიმც იყოს ორპირი და ცილისმწამებელი, რადგანაც ბევრი მშვიდობიანი ხალხი დაღუპეს" (ზირაქ. 28,13).

წერს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია წერილში

კომენტარები