საკონსტიტუციო ცვლილებები

ხოშტარია მთავრობას: ამ ვითარებაში კიდევ ერთხელ გთავაზობთ - ჩავატაროთ პლებისციტი

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის გუშინდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ როგორ ჩიხში შეიყვანა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი. ერთადერთი არგუმენტი, თითქოს მათ ვენეციის კომისიისგან მხარდაჭერა აქვთ, გაქარწყლდა. ამ ჩიხურ ვითარებაში ჩვენ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ მივმართოთ ერთადერთ საღ აზრს, რაც არის - პლებისციტი. ვკითხოთ ხალხს თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი საარჩევნო სისტემა და როგორ უნდა გადაწყდეს პრეზიდენტის არჩევითობის საკითხი

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

კომენტარები