ე.წ ციანიდის საქმე

ფანცულაია: თუ მოწმის აგენტობა დადასტურდა - ჩამოინგრევა დეკანოზის ბრალდება

თუ ირაკლი ფირცხალავა მის სიტყვებს სასამართლოში არგუმენტირებულად დაადასტურებს ჩვენი პოზიცია, რომ ეს ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლი და ირაკლი მამალაძე, როგორც მოწმე იყო მთავარი როლის შემსრულებელი კიდევ ერთხელ გამყარდება. კიდევ ერთხელ ჩამოინგრევა ის აბსურდული ბრალდება, რომ თითქოს დეკანოზი გიორგი მამალაძე ვინმეს მკვლელობას აპირებდა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ე.წ ციანიდის საქმის განხილვაზე ირაკლი ფირცხალავას დაკითხვის შესახებ, განსხვავებულ აქცენტებში, რუსთავი 2-ის ეთერში. ირაკლი ფირცხალავა რუსთავი ციხიდან მოწერილ წერილში წერს, რომ ე.წ ციანიდის საქმის ერთადერთი მოწმე ირაკლი მამალაძე მთავარი პროკურატურის აგენტია.

კომენტარები