თვითმმართველობის არჩევნები 2017

აბესაძე: თბილისის პრობლემების მოგვარების გეგმა ჯერ მხოლოდ ჩვენ წარმოვადგინეთ

ქართული ოცნების და ნარმანიას მმართველობამ ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა და დააგროვა თბილისში და ამ პრობლემებიდან გამოსავლის ერთადერთი კომპლექსური გეგმა ჯერჯერობით წარმოადგინა მხოლოდ და მხოლოდ ევროპულმა საქართველომ და ელენე ხოშტარიამ. ერთადერთ კონკურენტუნარიანად შეიძლება წარმოვიდგინოთ სახელისუფლებო კანდიდატი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ სამწუხაროდ მას ექნება შეუზღუდავი შესაძლებლობა ადმინისტრაციული რესურსებით და სახელმწიფო ბიუჯეტით სარგებლობის და ასე უკანონოდ ეცდება დაამარცხოს კონკურენტი.

ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე თბილისის მერის არჩევნებისა და კანდიდატების შესახებ.

კომენტარები