ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

ჯაფარიძე: თუ შევაგროვებთ 25 ათას ხელმოწერას, გირჩი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

გირჩი არ აპირებს, მხარი დაუჭიროს არც ერთ არსებულ კანდიდატს. ჩვენ არ გვჯერა, რომ რომელიმე მათგანი აპირებს ბრძოლას იმისთვის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. გირჩი ასევე არ აპირებს გაერთიანებას ბლოკში რომელიმე პარტიასთან.

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას და თბილისის მერობის კანდიდატის დასახელებას, გირჩი აპირებს, დაიწყოს 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერების შეგროვება. განსხვავებით სხვა პარტიებისგან, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ხელმოწერების გაყალბებას. ვაპირებთ, რეალურად შევაგროვოთ 25 ათასი ხელმოწერა.თუ ჩვენ შევაგროვებთ 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერას, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ამ შემთხვევაში გვეყოლება თბილისის მერობის კანდიდატიც.

კომენტარები