ოკუპირებული ტერიტორიები

აბაშიძე საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე: ეს არის არაადამიანური საქციელი

ჩემი, როგორც ერთ-ერთი მოქალაქის, პოზიცია ასეთია, რომ ეს არის არაადამიანური საქციელი. ადამიანები ასე არ უნდა იქცეოდნენ. სწორედ ასე მოვახსენებ ჩემს რუს კოლეგას შეხვედრისას. მათ სტანდარტულად ასეთი პასუხი აქვთ, რომ ეს ჟენევის ფორმატის პრობლემატიკაა და იქ უნდა განვიხილოთ. ჩვენ მარტო 500 მეტრს არ ვედავებით და 200 მეტრს. ჩვენ რუსეთთან გაცილებით უფრო დიდი პრობლემები გვაქვს

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე გორში, სოფელ ბერშუეთში რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე, რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები