საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მამა თამაზი: პრეზიდენტი, მეფე, პატრიარქი... 40 წლამდე ისწავლოს და 60-მდე მართოს

ერშიც და ბერშიც ისე უნდა იყოს მოწყობილი საქმე, რომ დაახლ. 40-დან მაქსიმუმ 60 წლამდე ასაკის, მომზადებულმა ადამიანებმა ჩაიბარონ მართვის სადავეები. 40 წლამდე სერიოზული საქმის ხელმძღვანელობისთვის უმწიფარია გონება, ხოლო 60 შემდეგ ძირითადად უკვე გადამწიფებულია, ვეღარ იტანს ახალს, სიმშვიდე უნდა, თავს არიდებს აუცილებელ ცვლილებებს და მუხრუჭადაა გადაქცეული საქმისთვის. სიბერე გარდაუვალი ფიზიოლოგიური პროცესია და მისთვის სულერთია პრეზიდენტი, მინისტრი, მეფე, პატრიარქი თუ ჩვეულებრივი კაცი. ადამიანმა 40-მდე ისწავლოს და მოემზადოს, 60-მდე მართოს, შემდეგ შესაბამისად უზრუნველყოფილმა ღირსეულად დაისვენოს. ნუ მოვაბეზრებთ თავს ერთმანეთს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, თამაზ ლომიძე facebook-ის პირად გვერდზე

კომენტარები